ღვთისმსახურების სამართალი

ღვთისმსახურების სამართალი

59- მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ხშირად ჰქონდა წინათესლის (ალ-მაზი) გამოყოფა, თუმცა მრცხვენოდა ამის შესახებ ალლაჰის მოციქულისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მეკითხა, რადგან მისი ქალიშვილის ქმარი ვიყავი. ამიტომ ვთხოვე ალ-მიყდად იბნ ალ-ასვადს, რომ ეკითხა მისთვის ამის შესახებ. მან ჰკითხა მოციქულს, და მოციქულმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მან უნდა დაიბანოს თავისი სასქესო ორგანო და აიღოს აბდესი

66- მე შევფიცე ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და დავადასტურე, რომ არ არსებობს სხვა ღმერთი ალლაჰის გარდა, და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია, და შევფიცე, რომ აღვასრულებ ლოცვას, გავიღებ ზაქათს, დავემორჩილები და მოვუსმენ მუსლიმთა მმართველებსა და წინამძღოლებს და რჩევადარიგებით მოვეპყრობი ყოველ მუსლიმს

90- თქვენგან ვისაც შეუძლია ოჯახის რჩენა, დაე დაქორწინდეს, რადგან ჭეშმარიტად, ეს ეხმარება თვალების დაბლა დაშვებაში (აკრძალულისგან თავის არიდებაში) და სქესობრივი ორგანოების დაცვაში აკრძალულისგან. ხოლო ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, დაე იმარხულოს, რადგან ჭეშმარიტად, მარხვა იქნება მისთვის [ცდუნებისგან დაცვის მსგავსად] დაცვა

93- ყველა მუსლიმისთვის, რომელიც სავალდებულო ლოცვის დადგომის დროს სწორად განახორციელებს განბანვას, ლოცვის დროს დაიცავს სათანადო თავმდაბლობას და სწორად შეასრულებს ყველა მუხლს, [ეს ლოცვა] აუცილებლად იქნება მანამდე ჩადენილი ცოდვების გამოსყიდვა, თუ მათ შორის არ ყოფილა რაიმე მძიმე ცოდვა, და ასე იქნება ყოველთვის

95- ვინც მუეზინის გაგონებისას იტყვის: ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება ალლაჰის გარდა, ის ერთია და მას არ ჰყავს თანაზიარი. ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მსახური და მოციქულია. კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც ჩემი ღმერთით, მუჰამედით, როგორც მოციქულით, და ისლამით, როგორც რელიგიით, ეპატიება მას ცოდვები». /აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ვა ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ, რადიითუ ბი-ლლაჰი რაბბან ვა ბი-მუჰამმადუნ რასუულან, ვა ბილ-ისლაამი დიინან/