მრწამსი - الصفحة 2

მრწამსი - الصفحة 2

28- ჭეშმარიტად, უზენაესი და ყოვლადკეთილი ალლაჰი ეტყვის სამოთხის მკვიდრებს: "ო, სამოთხის მკვიდრებო!" ისინი უპასუხებენ: "ჩვენ აქ ვართ შენს წინაშე, ჩვენო მეუფევ, მზად ვართ გემსახუროთ! და მთელი სიკეთე — შენს ხელშია". ალლაჰი ჰკითხავს: "კმაყოფილები ხართ?" ისინი იტყვიან: "როგორ არ უნდა ვიყოთ კმაყოფილნი, უფალო? შენ ხომ გვიბოძე ის, რაც არ მიგიცია არცერთი შენი ქმნილებისთვის

47- ეშმაკი მოდის ერთ-ერთ თქვენგანთან და ეუბნება: ვინ შექმნა ეს? ვინ შექმნა ის? ბოლოს კი იტყვის: ვინ შექმნა შენი უფალი? როცა ის ამ კითხვამდე მიაღწევს, დაე, ითხოვოს ალლაჰისგან თავშესაფარი(თქვას: ა'უზუბილლაჰი მინა შშაიტანი რრაჯიიმ) და შეწყვიტოს მასზე ფიქრი

52- „ჭეშმარიტად, განკითხვის დღის ნიშნებიდან ის არის, რომ ცოდნა გაქრება და გავრცელდება უმეცრება, გაიზრდება მრუშობა და ალკოჰოლის გამოყენება, შემცირდება კაცების რაოდენობა და გაიზრდება ქალების რაოდენობა ისე, რომ ორმოცდაათ ქალზე ერთი კაცი იქნება, რომელიც მათზე იზრუნებს

82- ჭეშმარიტი ორპირია ის, ვისაც აქვს ოთხი თვისება, ხოლო ვისაც მათგან რომელიმე თვისება ახასიათებს, მასში იქნება ორპირობის ნიშანი, სანამ ამ თვისებას არ მოიშორებს. ის იტყუება როცა ლაპარაკობს, ღალატობს, როცა ხელშეკრულებას დებს, არღვევს პირობას, როცა ჰპირდება, და უმართლობას სჩადის, როცა ვინმესთან დავობს